სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პედოფილიის სავარაუდო საქმე - "პირი ჩემს 11 წლის შვილს ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეოს გადაგზავნას სთხოვდა"

სოციალურ ქსელში განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობა - ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მის 11 წლის შვილს უცნობი პირი სექსუალური ხასიათის ფოტოების და ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა.

ქეთი მაღრაძე ამბობს, რომ კარლო კაციტაძის უწყება თავდაპირველად საქმის გამოძიებით არ დაინტერესდა და მხოლოდ დღეს დაუკავშირდა. ქალი რამდენიმე წუთში გურამიშვილზე არსებულ განყოფილებაში უნდა მივიდეს და გამომძიებლებს ინფორმაცია დეტალურად უნდა მიაწოდოს.

სთხოვდა გართობას პირველ ეტაპზე, ჩემს შვილს მხოლოდ მისი სახელი აქვს მიწერილი. თუმცა შემდეგ როცა მოწერა, რომ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის გამოგზავნას აპირებდა, მე თითქმის ყოველდღე ვუმოწმებ სოციალურ ქსელებს ჩემს შვილს და საუბარი გავუგრძალე მე, რის შემდეგაც ეს ადამიანი ითხოვდა სექსუალური ტიპის ვიდეოს გაგზავნას, რომ გაეგზავნა ჩემს შვილს, მოეძებნა მეგობარი ბიჭი, ძმაკაცი, რომელთან ერთადაც გაიდაღებდა ამ ტიპის ვიდეოებს და ასე ვტქვათ, გაერთობოდნენ. არაერთხელ დავუფიქსირე მე ასაკი, რო პატარა რომ ვარ, პრობლერმა ხო არ არის, ხომ არავის ეტყვი და მისი პასუხი იყო, რომ, მთავარია შენა რ უთხრა არავისო. დღეს დამიკავშირდნენ, რომ გარყვნილი ქმედების კუთხით დაიწყება გამოძიება", - ამბობს ქეთი მაღრაძე.

კარლო კაციტაძის უწყებაში ქეთევან მაღრაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები იმ ყალბი ექაუნთის დასადგებადაც მიმდინარეობს, რომელ ექაუნთსაც ამოფარებული პირი ცდილობდა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელყოფას და შანტაჟს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ქეთევან მაღრაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს. მოწოდებული ინფორმაცია ასევე შეიცავდა გარყვნილი ქმედების დანაშაულის ნიშნებს, რაც კანონით დადგენილი წესით, ქვემდებარეობის მოხედვით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმ ყალბი ექაუნთის დასადგენად, რომელ ექაუნთსაც ამოფარებული პირი ცდილობდა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელყოფას და შანტაჟს.

სამსახური აქტიურ რეჟიმში აწარმოებს გამოძიებებს პედოფილიის ონლაინ გამოვლინების ყველა შემთხვევაზე და აღნიშნულ საქმეზეც ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო ორგანო ყველა საშუალებას გამოიყენებს დამნაშავის მხილების და არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100