სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციაზე აქტივისტებს შორის კონფლიქტი მოხდა

ლევან გაჩეჩილაძისა და ნინო ბურჯანაძის „დიდი შერიგების“ შემდეგ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე კონფლიქტი მოხდა. აქციის მონაწილეები ორ „შეფიცულს“ შორის დაპირისპირების მოწმენი გახდნენ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი, მარიამ ჩართოლანი შემთხევის ადგილიდან იტყობინება, დაპირისპირებულებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს და კონფლიქტი დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ორი „შეფიცული“ მომიტინგეთა საკვებით მომარაგების შესახებ საუბრობდა, როცა ერთმა მეორე თანხის მითვისებაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ მან „ფული მოტეხა“. ამ ფრაზამ და ტონმა მეორე შეფიცული გააღიზიანა და მათ რამდენიმე ურთიერთშეურაცხმყოფელი ფრაზა გაცვალეს.

კონფლიქტში ორ „შეფიცულთან“ ერთად მყოფი აქტივისტებიც ჩაერთნენ. დაპირიპირებულთა ირგვლივ ცნობისმოყვარეებიც მოგროვდნენ. პირველი შეფიცული მეორეს სახალხოდ ადანაშაულებდა, რომ მან ფული მიითვისა და მომიტინგეებისთვის საჭირო რაოდენობის საკვები და სიგარეტი არ მოიტანა.

გაწევ–გამოწევაში გადაზრდილი დაპირისპირება ტრიბუნიდანაც შეამჩნიეს. დაპირისპირებულ „შეფიცულებთან“ უცნობი ადამიანი მივიდა და მათ გია ბურჯანაძის სახელით დაწყნარება სთხოვა, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100