სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს 5 მოქალაქე ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ინფექციურში მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს

კახეთში ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში 160 ადამიანია მოთავსებული. სპეციალურად მოწყობილი სივრცეები თელავის სამ სასტუმროშია განთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის,ეროვნული ცენტრია კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 198 პირი, 11 -ს გუშინ მოეხნა ვალდებულება. ხოლო 3-მა მოქალაქემ დაარღვია თვითიზოლაციის წესი და ისინი სამართალდამცველებმა იძულებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, საქართველოს 5 მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მათ კორონავირუსის სხვა დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

ბოლო ინფორმაციით კახეთის რეგიონში, კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100