სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია თსუ-ში

დღეს, 13 ივნისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ შოუ საჯარო ლექციას წაიკითხავს. ლექციას თემაზე - „კომუნიკაციების სტრატეგიები" თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელები დაესწრებიან.
ცნობილი ჟურნალისტი და მედიამკვლევარი, არაერთი პრიზის მფლობელი პროფესორი სამი კვირის მანძილზე სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა თემებზე გამართვას. მათ შორის: დარგობრივ რეპორტირებაში, მედია-მენეჯმენტში, ბიზნეს-კომუნიკაციებში, ამერიკული მასმედიის ისტორიასა და სხვა. დონალდ შოუ თსუ-ს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ფულბრაითის სპეციალისტის პროგრამის (Fulbright Specialist Program) ფარგლებში ესტუმრება. ფულბრაიტის პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში განათლების და კვლევების ხარისხის ამაღლებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. სპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები სტუდენტებთან, ვორქშოფები და დისკუსიები და ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გაეცნობა ჟურნალისტიკის მიმართულების მუშაობას, სასწავლო ბაზას, შეხვდება რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს მარიამ გერსამიას და მიმართულების აკადემიურ პერსონალს.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100