სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხორვატებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა "გადააკეთეს"

ის, რაც ხორვატიაში, საქართველოს ნაკრების მასპინძელ ქალაქში თამაშის დაწყების წინ, ტრადიციულ რიტუალზე მოხდა, შესაძლოა, ხვალ მცირე დიპლომატიური სკანდალის საფუძველი გახდეს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთოს.

საქმე ის გახლავთ, რომ ხორვატებს "იაღლიში" მოუვიდათ, რომელიც, სავარაუდოდ, წინასწარ არ იყო დაგეგმილი: მოედაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის ჰიმნის შესრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტანეს და დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმ განსხვავების დანახვას, რომელიც ფოტოზე გამოსახულ და ნამდვილ სახელმწიფო დროშებს შორისაა.

ამ შეუსაბამობის შესახებ პირველად სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გახმიანდა. ფოტო შესაბამისი წარწერით საკუთარ კედელზე რენო სირაძემ გამოაქვეყნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100