სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამამ "ალ-ქაიდას" სხვა ლიდერების ლიკვიდაციის ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ამერიკელი სამხედროები გაანადგურებენ ყველა "ალ-ქაიდას" ლიდერს, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობის ინფორმაციაც ექნებათ.

ბარაკ ობამას თქმით, აშშ პატივს სცემს პაკისტანის სუვერენიტეტს, მაგრამ ვერ დაუშვებს რომ "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ ბრძოლა მათ გარეშე განხორციელდეს. მისი თქმით, თუ თალიბანის ლიდერი მულა ომარი პაკისტანის ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდება და ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონს ექნება, აშშ ცალმხრივად იმოქმედებს და ყველაფერს იღონებს თალიბანის ლიდერის ლიკვიდირებისთვის.

"ჩვენი საქმე არის დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვინმემ ჩვენი ერის განადგურებაზე იფიქროს და ჩვენ მშვიდად ვიყოთ. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ისეთ სპეცოპერაციებს, როგორიც ბინ ლადენის ლიკვიდაციის დროს განვახორციელეთ", - განაცხადა ობამამ ტელეკომპანია BBC-თან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100