კობრი ჟელეში უნგრულად
მასალა:
1 კილოგრამი კობრი
2 თავი ხახვი
2-3 ღერი ტკბილი წიწაკა
2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი
2 კვერცხის ცილა
3-4 ცალი პამიდორი
მარილი, პილპილი
1 ჩაის კოვზი ჟელატინი
კობრი გავასუფთავოოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე 2 ნაჭრად. თავი, ფხები, შიგნეული და, თუ აქვს, ქვირითი 1 საათის განმავლობაში ვხარშოთ მცირე რაოდენობის წყალში. დავამატოთ 2-3 ღერი ტკბილი წიწაკა და 2-3 ცალი პამიდორი. გაწურულ ბულიონს დავამატოთ მარილი და წითელი პილპილი, დავასხათ თევზის მომზადებულ ნაჭრებს და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მზა თევზი შევაგრილოთ და ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში, გავაფორმოთ მოხარშული კვერცხის ნაჭრებით, წითელი ტკბილი წიწაკის ღერბით და იკრით. ჟელატინი დავალბოთ ½ ჭიქა ცივ წყალში. ბულიონს ღია ფერის მისაღებად უნდა შევურიოთ 2 კვერცხის ცილა მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ჩავასხათ ეს მასა ბულიონში, განუწყვეტლივ ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვიღოთ ქოთანი ცეცხლიდან და ჩავასხათ ბულიონში ჟელატინი, შემდეგ გავწუროთ და დავასხათ თევზს. დავდგათ სიცივეში. ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ სუფრაზე სოუსი და თეთრი პური.
კომენტარი