"საპოლიციო გამოსახლების წესის შესახებ დღეს მოქმედი კანონი პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს"
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების მენეჯერის ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების წესის შესახებ დღეს მოქმედი კანონი პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს.
ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, გამოსახლების წესის შესახებ მოქმედი კანონი ოდნავადაც ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომელთა მოსაგვარებლადაც თავის დროზე მიიღეს იგი.
როგორც ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა, საპოლიციო გამოსახლების წესის შესახებ კანონი პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს.
"ერთი და ნათელი, მარტივი გამოსავალი რაც არის, ეს კანონი ოდნავადაც ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომელთა მოსაგვარებლადაც იყო მიღებული. ანუ, უნდა დაბრუნდეს პირვანდელი მდგომარეობა, აღსდგეს სტატუსქვო და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ პრობლემა არის რაიმე მიმართულებით, უნდა დავსხდეთ ერთად, ვინც დაინტერესებულები ვართ ამ საკითხის მოგვარებით და ვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ის სხვა პრობლემები, რომლებიც, სიღრმეში თუ ჩავალთ, საერთოდ არ არის დაკავშირებული საპოლიციო გამოსახლებასთან და ამ წესის აღდგენასთან. ის სულ სხვა ტიპის პრობლემებია და ამ ცვლილების გაუქმებით იმ პრობლემას ვერ წყვეტ" , - აღნიშნა მან.
ნიკა ნანუაშვილის თქმით, ცვლილების მიღებამდეც, ბანკები, როგორც წესი, დაძირითად შემთხვევაში ყველა ღონეს მიმართავდნენ, რათა მომხდარიყო სესხის რესტრუქტურიცაზია.
"მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ ცვლილების მიღებამდეც, ბანკები, როგორც წესი და ძირითად შემთხვევაში, ყველა ღონეს მიმართავდნენ, რათა მომხდარიყო სესხის რესტრუქტურიცაზია, მომხდარიყო დროში განწილვადება გადასახდელი თანხის. კიდევ სხვა მეთოდები არსებობს, რათა არ დამდგარიყო აუცილებლობა აუქციონამდე მისულიყო საქმე" , - განაცხადამან.
ნიკა ნანუაშვილის ინფორმაციით, მთავრობაში არის მზაობა კანონში კვლავ შევიდეს ცვლილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მან ოდნავაც კი ვერ მოაგვარა ის პრობლემა, რის მოსაგვარებლადაც ერთი შეხედვით ეს ცვლილებაიყო ინიცირებული.
"სანაცვლოდ, ამ ცვლილებამ დაამძიმა მთლიანი ფონისაკუთრების უფლების დაცულობის კუთხით" , -დასძინა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა.
(რეკლამა)
კომენტარი