იქნება თუ არა ბუნტი?
პოლიტიკური ჯგუფების რუსეთში სტუმრობა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ეს, ადამიანები სამშობლოს ღალატის ხარჯზე ცდილობენ თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილებას. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ასეთი ტიპის შეხვედრები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ამ საკითხებთან დაკავშირებით `დრონი. ჯი~ უმრავლესობის წარმომადგენელს გოკა გაბაშვილს ესაუბრა. გაბაშვილმა ასევე რადიკალური ოპოზიციისა და ინტელიგენციის ბოლოდროინდელ შეხვედრასაც პოლიტიკური შეფასება მისცა.
„დრონი.ჯი“: როგორც ოპოზიციისა და ინტელიგენციის შეხვედრისას აღმოჩნდა მათ ადგილობრივი არჩევნების შემდგომი განვითარების გეგმა აქვთ გაწერილი, რომელიც ბუნტის მოწყობას ითვალისწინებს, რას ფიქრობს ხელისუფლება?
გოკა გაბაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ისინი ინტელიგენციაა. ე. წ. ინტელიგენცია არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა. ისინი თვლიან, რომ საქართველოს რეალობის შეცვლას, ძალისმიერი მეთოდებით შეძლებენ.
ავიწყდებათ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და სიტუაცია შესაბამისად მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება. ყველა სხვა მექანიზმი, რომელიც ამ ადამიანებს ესიზმრებათ და განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს ხილვებიც კი აქვთ ამასთან დაკავშირებით, წარუმატებლობისთვისაა განწირული.
მათი გზა არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და კომფრონტაციისკენ მიმავალი. ამის მოსურნეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი მოქმედება ჩვენი ქვეყნისთვისაა საზიანო. არ შეიძლება ადამიანი თავის ბოღმის გამო ქვეყნისთვის საზიანოს და სასიკეთოს ვერ ხედავდეს.
სამწუხაროდ, არის ისეთი ნაწილი, რომელიც იმდენად რადიკალურია, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ოღონდ თავისი ამბიციები დაიკმაყოფილონ. რეალურად კი ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია აუცილებელია.
იქნება არჩევნები, თუ ვინმეს რაიმე წარმატების მიღწევა უნდა, მიაღწიოს ამომრჩევლის ხმების და არა აგრესიული მოქმედებების ხარჯზე.
- თქვენი პროგნოზი როგორია, ადგილობრივ არჩევნებში რაიმე წარმატება შეიძლება თუ არა ჰქონდეს ოპოზიციას?
- ვფიქრობ, რომ ადგილობრივ არჩევნებში წარმატება ექნება სახელისუფლებო გუნდს. ბუნებრივია ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩვენს საკრებულოებში იქნებიან, რაღაც პროპორციით.
ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას მმართველი გუნდის წარმომადგენელს მისცემს. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია რეალური საქმეების გაკეთება და ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. ამას ვერც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი ვერ უარყოფს.
როგორც აღმოჩნდა არჩევნებში გამარჯვების მაინც და მაინც ოპოზიციასაც არ სჯერა და რაღაც ბუნტის მოწყობას აპირებენ. უნდა ახსოვდეთ, რომ დემოკრატიულ ქყეყანაში ვცხოვრობთ და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.
- როგორ შეაფასებთ რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკის რადიკალურ შეცვლას, ვგულისხმობ ლარსის გამშვები პუნქტისა და ავია-ფრენების შესაძლო აღდგენის ფაქტს?
- რუსეთს აქვს სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. უნდა წარმოაჩინოს, რომ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისა. შესაბამისად მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს მოაშორონ დღევანდელი ხელისუფალი ხელისუფლებას.
რუსეთი ცდილობს ახალ რეალობაში დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობა. ახალ რეალობაში ურთიერთობის დაწყება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეგუოს და აღიაროს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია. არა მგონია საქართველოში რომელიმე სოლიდური ჯგუფი არსებობდეს, რომელიც დაივიწყებს ოკუპანტურ პოლიტიკას და ახალ რეალობში ეცდება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, მიუხედავად მათი ვითომდა კეთილი ნებისა.
რუსეთს არ აქვს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებასთან, მას აქვს პრობლემა საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. თუ საქართველო შეეგუება ვასალის პოზიციას ამ შემთხვევაში იქნება რუსეთი კმაყოფილი.
ბუნებრივია, თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ უფრო იბრძვი, ვიდრე ვასალის წინაარმდეგ.
რუსეთს ან დაპირისპირებული ძალები ჰყავს, ან ვასლები. ქვეყანა, რომელიც დასავლეთს დღესაც მტრად და ნატოს გაფართოვებას კი თავის არსებობის ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამს, ასევე ცუდადაა განწყობილი ყველა მეზობელთან, დაწყებული ლიტვით დამთავრებული საქრთველოთი, რაღაზეა საუბარი.
- არის თუ არა იმ ადამიანების დამსახურება, იგივე ფრენებისა და ლარსისი გახსნა, ვინც ბოლო პერიოდი ხშირად სტუმრობს რუსეთს და მის ხელისუფლებას. ნოღაიდელს ვგულისხმობთ...
- ფრენების აღდგენა და ის ნაბიჯები, რაც რუსეთმა თავის დროზე ჩვენს წინააღმდეგ ცალმხრივად გადადგა, მხოლოდ ხელისუფების შეცვლის იმედად, მაგრამ ვერ გამოუვიდა. მიხვდა, რომ ამგვარ ცალმხრივ მოქმედებას აზრი არ ჰქონდა.
ჩვენი ინიციატივით კი არ შეგვიწყვეტია ფრენები, არც ემბარგო დაგვიწესებია, არამედ რუსეთის ხუშტური იყო. შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ ესაჭიროება.
თუ რუსეთი თავად ჩათვლის, რომ მისი პათოლოგიური პოლიტიკა რაღაც ნაწილში შესაცვლელია, ძალიან კარგი, შეცვალოს.
- ნოღაიდელი დარწმუნებით ამბობს, რომ 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტი იქნება. არ ეშინია საქართველოს ხელისუფლებას ნოღაიდელის მუქარის? ხომ არაა შესაძლებელი ამ განცხადებების შემდგომ რუსეთიდან რეალური საფრთხეები შეიქმნას?
- ნოღაიდელზე კორექტული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ვაკანსია არის ერთი, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები არიან მრავალნი. ეს რუსეთმა ღიად დაგვანახა.
- მაგალითად ვინ არიან რუსეთისთვის მისაღები საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები?
- ებრალიძე, ნოღაიდელი, ვინც თავის თავს თვლის ამ ვაკანსიების შესაბამის კანდიდატურად უკვე ყველას მოძრაობა დაწყებული აქვს და ამას საზოგადოება კარგად ხედავს.
ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდებოდა. ყოველთვის იყო ყაენების და შაჰის კარზე „სტუმრობის“ მოსურნეები. რუსეთის კარსაც ბევრი სტუმრობს, რაც წარმატებული ნამდვილად ვერ იქნება.
კომენტარი