ციხე თუ ფსიქიატრიული? - 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ცინდელიანი შეურაცხადი და ნარკოდამოკიდებულია
გაუშვებენ ციხეში თუ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში? - 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული კაცის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ოთარ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.
"ეს ნამდვილად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილი არ არის" - ამბობს უფლებადამცველი.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნარკოდამოკიდებული იყო და თავისუფლებაზე ყოფნის ბოლო დღეებში თავის კონტროლი უჭირდა.
უფლებადამცვლელი ამტკიცებს, რომ ოთარ ცინდელიას ნახევარი ტვინის სფერო დაზიანებული აქვს.
ეს ნამდვილად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილი არ არის. ექსპერტიზამ არ დაადასტურა შეურაცხადობა, თუმცა გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზების უფლება საქართველოში და ველოდებით ჩვენს პასუხებს. სამწუხაროდ, არაფერის არ ამბობს, არაფერი არ ახსოვს. არ ახოვს კი არა, საერთოდ არაფერს არ ამბობს. ეს ნარკოტიკული საშუალებები, მერე კლინიკიდან გამოიხმეს, მკურნალობდნენ ოჯახის წევრები, გადაჰყავდათ საავადმყოფოში, საიდანაც ისტორია გამოთხოვილი გვაქვს და ნახევარი ტვინის სფერო დაზიანებული აქვს", - ამბობს ცინდელიანის ადვოკატი.
ლილოში მომხდარი სასტიკი დანაშაულის საქმეზე დღეს სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია, მათ შორის გაშიფრესს 112-ში შესული პირველი შეტყობინება, გვამის პოვნის შესახებ. ასევე გამოიკითხა მოკლული არასრულწლოვანი დაც, რომელმაც ცინდელიას მხრიდან 21 წლის გოგოზე ძალადობა დაადასტურა.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ფსიქიატრი, რომელმაც პროკურორის თქმით, დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ქეთევან ჯავახიშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესიული ფონი და მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა. ასევე, დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის სახლის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, მათ შორის გადაგდებული შარვალი, რომელსაც ასევე სისხლისმაგვარი ლაქები ეტყობოდა.
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.
ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი