ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 15 პირს დაუდასტურდა, მათგან ერთი სასულიერო პირი, კერძოდ კი, ბოლნისის სიონის მოძღვარია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ტაძარში წირვა მრევლის გარეშე აღევლინება, შესაბამისად მრევლს ინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტი არ ჰქონია.
კომენტარი