"დავიღუპე, ცა ჩამოიქცა, როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი... " - დიკა სალაყაია
კორონავირუსით გარდაცვლილი ორსულის, ბაკო სალაყაიას და, პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი…
რატომ დავიღუპე არც ეს ვიცი…
ერთ თვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… დედაჩემის ვედრება და….
“დედაშენს უთხარი მისი შვილი იცოცხლებსო” - ლევან რატიანის ეს სიტყევბიც…
არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?!
მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და ….
ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ….
იქ სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე….
ვერავის გპასუხობთ… მადლობა ყველას… მაგრამ არაფერი მესმის… არაფერიიიი
ჩემი ბაკო…. ჩემი ერთადერთი დაიკო…ჩამოიქცა ცა…
უსასრულოდ..." - წერს დიკა სალაყაია.
ბაკო სალაყაია ექვსი თვის ორსული იყო, როდესაც დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში დამძიმდა და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა მოახერხეს. ბაკი სალაყაიას კლინიკაში შსვლისას ფილტვების 15-ბალიანი დაზიანება ჰქონდა, ხოლო 2 დღეში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ 24 ბალამდე გაიზარდა. მშობიარის გადარჩენას კი ექიმები 1 თვის განმავლობაში ცდილობდნენ.
კომენტარი