სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიდეოშოკი ბედნიერი ფინალით: მეტროს ლიანდაგზე ჩამხტარ ქალს მემანქანემ ცხვირწინ დაუმუხრუჭა

ეს კადრები მოსკოვის ერთ-ერთ სადგურზე სათვალთვალო კამერამ გადაიღო: ქალმა, რომელიც ბაქანზე იდგა, გვირაბში მატარებლის გამოჩენისთანავე ლიანდაგზე ისკუპა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით. მან ეს უამრავი მოქალაქის თვალწინ გააკეთა, რომელთაგან ზოგი არ დაიბნა და მემანქანისთვის ჟესტებით იმის ჩვენებას შეუდგა, რომ ლიანდაგზე ადამიანია. როგორც ჩანს, თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების მოსურნე ქალმა ბოლო წუთებში გადაიფიქრა მიქელ-გაბრიელის სტუმრობა: მატარებლის მოახლოებისთანავე ქალი ლიანდაგის რელსებს შორის გაწვა, თუმცა მემანქანემ მატარებელი სწორედ მის ცხვირწინ შეაჩერა. ამის შემდეგ ქალს ბაქანზე მყოფმა მოქალაქეებმა გაუწოდეს ხელი და ამოიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100