სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში “აჭარაბეთის“ მაღალტექნოლოგიური ოფისი გაიხსნა

თბილისის N1 პურის ქარხანა 1928-29 წლებში არქიტექტორმა ნესტოროვმა ააშენა.

ის წარმოადგენს ქართული კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან და ღირშესანიშნავ ობიექტს.

1990-იანი წლებამდე ეს ქარხანა ფუნქციონირებდა შეუფერხებლად თავისი ფუნქციით, ხოლო 1990-იანი წლებიდან, ქარხანამ შეწყვიტა ფუნქციონირება.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და შენობის რესტავრაცია ახალი მფლობელის მიერ დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. .

2 წლის წინ კი, ‘’ აჭარაბეთმა“ “ აჭარა ჯგუფისმხარდაჭერით შენობის სრული რენოვაცია გადაწყვიტა. ასე, რომ ნაცვლად ახალი შენობის დაპროექტებისა, ამ კომპანიების ურთიერთანამშრომლობით ძველ ნაგებობაში ახალი სიცოცხლიე შემოვიდა და თბილისს თითქმის თითქმის ასწლოვანი შენობაც დაუბრუნა.

"პირველ რიგში, შენობა იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებული, რომ იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი — apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი.

ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადიამრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.

ახალი ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეები, აქვს სამი ტერასა, ორი ამფითეატრი (შიდა ეზოში და Co-Working -ის სივრცეში), რადგან თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაოს პროცესშივე განტვირთვა და სოციალიზაცია.

ოფისი სპეციალურად არის მოწყობილი იმისათვის, რომ შიდა კლუბების შეკრებები კომფორტულად მოეწყოს. დამონტაჟებულია 200X120 ინჩის ეკრანი კინო-კლუბისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობების/ღონისძიებების საყურებლად. იგეგმება, სხვადასხვა სამაგიდო თამაშების და სხვა ტიპის ტურნირების განახლებული მიდგომით მოწყობა ოფისის ტერიტორიაზე.

რადგან განვითარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, დიდი ყურადღება დაეთმო ტრენინგ სივრცის მოწყობასაც. აქ განთავსებულია სპეციალიზებული ავეჯი, უახლესი მოდელის Smart Board, რომელიც ინტეგრირებულია Cisco Webex-თან, რაც იძლევა დისტანციურად ინტერაქტიური სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ ტრენინგებისა და სხვა სასწავლო კურსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს.

რაც მთავარია, შენობა მხოლოდ 3-სართულიანია, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის მართვის სტრუქტურას. აქ ნებისმიერი რგოლის მენეჯერი ხელმისაწვდომია და მათთან კომუნიკაცია ყოველგვარ ფორმალური იერარქიის დაცვასაა მოკლებულია", — განაცხადა ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა ნინო მაისურაძემ

ახალ ოფისში შეხვედრებისთვის 21 სხვადასხვა ტიპის სივრცეა განთავსებული, რომლებიც თანამედროვე ვიდეო-საკონფერენციო სისტემებით არის უზრუნველყოფილი. ამ სივრცეებში განათება ფიზიკური და ვირტუალური შეხვედრის შესაბამისად ავტომატურად რეგულირდება.

Adjarabet-ის ახალი ოფისი რომ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს შეესაბამება, ამაში მისი ავეჯიც დაგარწმუნებთ. საოფისე ავეჯი არის სრულად ერგონომიული და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული. ოფისისთვის ახალი ტიპის, კერძოდ, განსხვავებული სამუშაო პროცესი წარსამართი Agile ავეჯი შეირჩა, რომელიც საოფისე ავეჯის მწარმოებელ გლობალურ ბრენდებს Ahrand-, Techo-სა და Humanscale- ეკუთვნის.

Adjarabet-ის ახალ ოფისში დამონტაჟებულია ავტომატურად მართვადი განათების სისტემა, რომელიც მორგებულია ყოველ სამუშაო ადგილს, რათა განათების საერთაშორისო სტანდარტი (500 lux) მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს. განათების სისტემა სივრცეების და იზოდინამიკის შესაბამისად რეგულირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100