სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ენ-ტე-ვე“-ს წამყვანი ალექსი პივოვაროვი ეთერში გასვლაზე უარს ამბობს, თუ მიტინგს ვერ გააშუქებს

ცნობილმა ჟურნალისტმა, „ენ-ტე-ვე“-ს საღამოს მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანმა, ალექსი პივოვაროვმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უარს ამბობს საღამოს ეთერის წაყვანაზე იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვში, ჭაობის მოედანზე მიმდინარე მიტინგის გაშუქების ნებას არ დართავენ.

როგორც ცნობილია, ფედერალური სატელევიზიო არხები თითქმის არ აშუქებდნენ ოპოზიციის აქციებს და მოსახლეობის ნაწილის დამოკიდებულებას არჩევნების შედეგებისადმი. „იმ შემთხვევაში, თუ დღესაც განყენებულ თემებზე უნდა ვისაუბრო და არა მიტინგზე, მაშინ ეთერში საერთოდ არ დავჯდები“, - განაცხადა პივოვაროვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100