საერთაშორისო სასამართლო კადაფის მომხრეებს თავიანთი ლიდერის დაკავებისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მომხრეებს საკუთარი ლიდერის დაკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც მორენო-ოკამპომ განაცხადა, აუცილებელია კადაფის დაკავება და სასამართლოს წინაშე წარდგენა. კადაფის, მისი ვაჟ სეიფს და ლიბიის სადაზვერვო სამსახურის უფროსს აბდულა ალ სანუჰი საერთაშორისო სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდო ბრალი.
სასამართლომ გუშინ ბრალდებულების დაკავების ორდერი გასცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კოალიციის ძალებს ლიბიის ლიდერის დაკავების მანდატი არ აქვთ.
კომენტარი