აბზუ – მითოლოგიური მიწისქვეშა ოკეანე
აბზუ შუმერ-აქადურ მითოლოგიაში მიწისქვეშა წყლების ოკეანედ ითვლებოდა, რომელიც, ძველი შუმერების აზრით, დედამიწას გარს ერტყა. აბზუს მბრძანებლად ითვლებოდა სიბრძნის ღმერთი ენქი. ამავე დროს, აბზუ მიიჩნეოდა მსოფლიოში ერთადერთ ადგილად, სადაც ღმერთები ვერ იხედებოდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მსოფლიოს ბატონ–პატრონი ძალები.
ერთ–ერთ შუმერულ მითში ენქიმ ნიმახს, დედა-ქალღმერთს, თიხისგან ადამიანის გაკეთება უბრძანა. ბაბილონურ მითებში, აბზუ არის პირველადი სტიქია, სიცოცხლის პირველმიზეზი, ითვლება ტიამატის ქმრად. ტიამატმა და აბზუმ თავისი წყლები გააერთიანეს და შექმნეს წყლის დემონები, ანშარას და ქიშარის მშობლები. შემდეგ ენქიმ მოკლა აბზუ, ხოლო მისი მკვლელობის ადგილას ააგო სასახლე, სადაც მარდუქი ჩასახა.
კომენტარი