სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზომების მისაღებად ევროპის საბჭოს მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს მის გასათავისუფლებლად "ქართული ოცნების" მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.

ინფორმაციას პოლონელი პარლამენტარი მალგოჟატა გოშიევსკა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში იმონ გილმორეს თხოვნით მივმართეთ, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება რათა მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ", - წერს მალგოჟატა გოშიევსკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100