Google-ის მოთხვოვნა ამერიკის მთავრობას
ამერიკის მთავრობასა და კომპანია HUAWEI -ს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად, Google-ი ცდილობს დაარწმუნოს ა.შ.შ., მისცეს UAWEI -ს Google-ის ეკოსისტემის გამოყენების შესაძლებლობა.
ცნობილია, რომ HUAWEI-ს ოპერაციული სისტემა თავდაპირველად
სმარტფონებისთვის განკუთვნილი არ იყო . გარდა ამისა, Google-ის ოპერაციული სისტემა
საჯაროა, შესაბამისად კომპანიას მისი გამოყენების
შესაძლებლობა გააჩნია. „ა.შ.შ. ლიმიტირებულს ხდის ჩვენთვის Google-ის
მობილური სერვისების გამოყენებას. Google-ის ეკოსისტემა ათასობით პარტნიორს მოიცავს
და HUAWEI რამდენიმე დღეში მსგავს სისტემას ვერ შექმნის. თუ ამერიკის მთავრობა საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ Google- ის ეკოსისტემის გამოყენება, აშშ შეინარჩუნებს თავის დომინანტურ პოზიციას აღნიშნულ სფეროში. თუკი უარს
იტყვის, ეს მათთვისაც ცუდი იქნება სამომავლოდ,“ - განმარტავს HUAWEI-ს
აღმასრულებელი დირექტორი რენ ჟენგფეი.
კომპანია HUAWEI მზად არის გამოხატოს თავისი კეთილი
ნება და დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენების ლიცენზია მისცეს.
ამით კომპანია კიდევ ერთხელ ამართლებს საკუთარ
მისწრაფებას- „მოვემსახუროთ კაცობრიობას და მივაღწიოთ მეცნიერების მწვერვალს“.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის
ბიზნესში
20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის
ინოვაციური
ტექნოლოგიების
შეთავაზებას
მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი