სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამიერიდან პირბადე და დამცავი საშუალებები ყველგან უნდა ვატაროთ" - იტალიაში პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო გახდა

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობამ ეს დამცავი საშუალება ყველა დახურულ სივრცეშიც უნდა გამოიყენოს, საკუთარი სახლების გარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, ეს მკაცრი ზომა მთავრობამ იმისთვის მიიღო, რომ ეკონომიკისთვის დამანგრეველ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას აარიდოს თავი.

„ამიერიდან პირბადე და დამცავი საშუალებები ყველგან უნდა ვატაროთ, როცა სახლიდან გავალთ. ისინი ყოველთვის უნდა ვატაროთ თუ ხანგრძლივ იზოლაციაში არ ვიმყოფებით“, - განაცხადა კონტემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100