სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალდაგის განმარტება ფერმერებისთვის შექმნილ სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით

13 თებერვალს, რამდენიმე მედია საშუალებაში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, ოზურგეთის რაიონის, სოფელ შრომას მკვიდრი დ.ბ.-ს პრეტენზიის შესახებ. აღნიშნული მოქალაქე სადაზღვევო კომპანია ალდაგს ბრალს დებდა, შინაური ცხოველის დანაკარგის დროს, ზარალის დამადასტურებელი, ისეთი მტკიცებულების წარდგენის მოთხოვნაში, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

საკითხის მოკვლევა სადაზღვევო კომპანიამ პრობლემის დადგომისთანავე დაიწყო და მოქალაქე დ.ბ.-სთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიას ხსენებული მტკიცებულება მისგან არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია. ასევე, გაირკვა, რომ მოქალაქეს სადაზღვევო პოლისის ვადა ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ამოეწურა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურება, დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, ვერ მოხდებოდა.

ინციდენტი ამოწურულია და მოქალაქეს კომპანიის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მიუხედავად ამისა, ალდაგი საჭიროდ თვლის მოსახლეობას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მისი პროდუქტის ირგვლივ, რომელიც ფერმერების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევას სთავაზობს. სერვისით სარგებლობისას, ზარალი, რომელსაც ფერმერი იღებს, მინიმუმამდე მცირდება. ამ
შეთავაზებასთან დაკავშირებით, კომპანია მზადაა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს და უკეთ გააცნოს სადაზღვევო პოლისის პირობები, რომლითაც საქართველოში ათასობით ფერმერი წარმატებით სარგებლობს.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100