გიგანტურმა საჰაერო ღრმულმა რუსული ავიახაზების თვითმფრინავი დააზიანა - არიან დაშავებულები
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან ტაილანდში მიფრინავდა, საავარიო დაშვება განიცადა ბანგკოკის აეროპორტში. როგორც გაირკვა, ლაინერმა დიდ საჰაერო ღმულში ჩაარტყა და ჩამოვარდნას ძლივს გადაურჩა. ამის გამო რამდენიმე მგზავრმა სერიოზული ტრავმა მიიღო. ისინი, ვისაც შეკრული არ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედი, სკამიდან გადმოვარდნენ, შეეჯახნენ წინა სავარძლებს და მოტეხილობებიც აღენიშნება.
კომენტარი