აჭარაში დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს
აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 21 წლის ბექა გოგიტიძე ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ბექა გოგიტიძის მამამ ოთარ გოგიტიძემ განაცხადა, მისმა შვილმა 16 ივნისს სარფის საბაჟო 17:50 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.
ოთარ გოგიტიძის ოჯახი ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში გასული წლის 7 აგვისტოს დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს.
კომენტარი