9 წლის ბავშვი ფერარის საჭესთან (ვიდეო)
ინდურმა სასამართლომ ადგილობრივი მილიონერის მოჰამედ ნაშიმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ნაშიმას საკუთარი 9 წლის ვაჟის ფერარის საჭესთან დასმისთვის გაასამართლებენ.
როგორც აღმოჩნდა მდიდარი მამიკოს არასრულწლოვანი ვაჟისთვის სპრორტული ავტომობილის მართვა ჩვეულებრივი გართობა ყოფილა. აღნიშნული ფაქტი, სამართალდამცავებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც 9 წლის მძღოლის დედამ შვილს ფერარის მართვის დროს ვიდეო გადაუღო და Youtube-ზეც განათავსა. კადრში ჩანს, რომ ფერარის საჭესთან 9 წლის ბიჭუნა ზის, გვერდით სავარძელზე კი მისი 7 წლის ძმაა მოთავსებული.
აღნიშნულმა ვიდეომ მთელი ინდოეთი აღაშფოთა, რის შემდეგაც პოლიციამ მშობლებს, საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ბრალდება წაუყენა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
მშობლები თავს დამნაშავედ არ თვლიან და აცხადებენ, რომ მათი შვილი ავტომობილს 5 წლის ასაკიდან მართავს და ეს მათთვის საამაყო ფაქტია. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე კი პოლიციამ ნაშიმას ოჯახს ფერარი ჩამოართვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი გასულ წელს რუსეთშიც დაფიქსირდა. სანკტ-პეტერბურგის მოქალაქემ საკუთარი 8 წლის ქალიშვილი აუდის საჭესთან დასვა. ინდოელის მსგავსად იუთუბზე მოხვდა პატარა რუსი მძღოლიც, თუმცა გოგონას მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ის მხოლოდდამხოლოდ 2,5 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
კომენტარი