თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადი იწყება
თიბისი კონცეპტი და თიბისი ბიზნესისთვის Coaching
Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამის
- „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ მეორე ნაკადს.
მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები
აუმჯობესებენ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს,
მართვის კომპეტენციებსა და სოციალურ უნარებს.
პროგრამის თარიღებია:
- მოდული
1: კულტურა- 20-22 აპრილი
- მოდული
2: ორგანიზაცია - 25-27 მაისი
- მოდული
3: მართვა - 22-24 ივნისი
- მოდული
4: ადამიანი - 27-29 ივლისი
პროგრამას გაუძღვებიან:
- ეკატერინე
ბაბუნაშვილი - ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს
ტრენერი, PCC ქოუჩი 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით , ICF საქართველოს
წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.
- ირინა
ჭოჭუა - ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10
წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ
პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი.
- დეა
ჩხაიძე - ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების
კონსულტანტი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ადამიანებისა და კულტურის
დირექტორი.
- სტეფან
ბანაჩი - ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი, PCC ქოუჩი,
ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი საერთაშორისო ბაზარზე
მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით და საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting
in Development Co.Ltd. დამფუძნებელი.
მიღების წინაპირობა:
ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი
გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას
ბიზნეს სფეროში.
თიბისი კონცეპტის და თიბისი ბიზნესისთვის მომხარებლებისთვის,
მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება.
თიბისი კონცეპტის მომხარებლებმა, პროგრამაზე დასარეგისტრირებლად
და ფასდაკლების მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე +995 322
227 2700.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აპრილი.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://coachinglab.ge/icf-certification/
*ქოუჩინგ ლაბი 2017 წლიდან საქართველოში ნერგავს ქოუჩინგის
ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის
განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო
პროგრამებს.
„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ აგებულია
საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტის მიხედვით. სერტიფიცირებული ქოუჩის კვალიფიკაციის
მოსაპოვებლად მონაწილეებს მოეთხოვებათ დაესწრონ სატრენინგო და პრაქტიკული მუშაობის
საათების მინიმუმ 80%-ს ცოცხალ რეჟიმში, გაიარონ პროგრამით გათვალისწინებული 10 საათიანი
მენტორინგი და წარმატებით ჩააბარონ გამოცდა.
კომენტარი