სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიღაცა "ბობოლასია" თურმე ახალი ბაზარი... - გორში გარემოვაჭრეებმა მუქარის მიუხედავად დახლები გაშალეს

ხმაურია გორში. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, გარემოვაჭრეები პროდუქცია სარეალიზაციოდ გარეთ გამოიტანეს.

გუშინ მერის მოადგილე გარემოვაჭრეებს დაემუქრა, რომ თუ გარეთ ვაჭრობას გააგრძელებდნენ, ჯარიმებს დაუწესებდნენ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

"მარტო ჩვენგან სჭირდებათ ხმები? 7-10 პირადობა მიაქვს პოლიციას სამსახური ვისაც აქვს. ბევრს არ სჭირდება ქართული ოცნება, მაგრამ ემუქრებიან - სამუშაოდან გამოგაგდებო და ძალაუნებურად ხმას აძლევენ. მე მაგალითად, არასოდეს ავირჩევ ქართულ ოცნებას. ვიღაცა ბობოლასია თურმე ახალი ბაზარი და ავტოსადგური და მარიკა იქ უნდა ავიდეს თურმე, რომ იმათ ჯიბეს არ მოაკლდეს. მერის მოადგილემ დედამისი და მამამისი წაიყვანს ზევით ბაზარზე, სამშენებლო მაღაზიები რომ არის, იქ უფრო დიდი ტერიტორიაა და კარგად დაეტევიან", - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100