ვინ არის 22 წლის ორსული, რომელიც, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა (ფოტო)
5 თვის ორსული, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ მოკლა, 22 წლის ქეთი კეპულაძეა, ხოლო სავარაუდო მკვლელი, 23 წლის გოგა გზირიშვილია.
თვითმხილველების ცნობით, მკვლელობას მათი ერთი წლის შვილი შეესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი