აქტივისტებმა შსს-ს ღობეს ბოქლომი დაადეს, თუმცა უწყების წარმომადგენლებმა ის რამდენიმე წუთში მოხსნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისულმა სამოქალაქო აქტივისტებმა სამინისტროს ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს, თუმცა უწყების წარმომადგენლებმა ის რამდენიმე წუთში მოხსნეს.
„ეს არის პროტესტი იმ უკანონობების გამო, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გახარია იყო ერთ- ერთი ყველაზე ცუდი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაწყებული ხორავას ქუჩის ტრაგედიის გაყალბებიდან, დამთავრებული 20 ივნისამდე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.
აღნიშნული პერფორმანსით ჩვენ გვინდოდა, უწყებისთვის გვეგრძნობინებინა, რომ რასაც ისინი სჩადიან, არის უკანონობა“, - განაცხადა აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ.
კომენტარი