სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუშაობისას ხე დაეცა - თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა და მას ხე დაეცა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100