სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამტვერვის სეზონი სასტუმრო „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანში“.

ბაკურიანი ადგილმდებარეობის მიხედვით ერთერთი მნიშვნელოვანი სამთო კურორტია საქართველოში. სწორედ ამიტომ ბაკურიანს საგაზაფხულო დამტვერვის პერიოდში მედიკოსები განიხილავენ როგორც საუკეთესო დასასვენებელ ადგილს ქრონიკული ბრონქიტის, მსუბუქი და საშუალო ფორმის ასთმის, რაქიტისა და სისხლნაკლებობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის.

სწორედ ამ ბუნებრივი რესურსების მაქსიამალურად გამოყენების საშუალებას იძლევა მრავალფუნქციური სასტუმრო საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“. სასტუმრო სთავაზობს სტუმრებს დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს, რათა დაიმუხტონ ჯანსაღი ენერგიითა და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები.

სასტუმრო საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“ სულ რაღაც ოთხი თვეა რაც ფუნქციონირებს და უკვე მრავალ დამსვენებელს პოზიტიურად დაამახსოვრა თავი თავისი გამორჩეული დიზაინით, ჯანსაღი და გემრიელი საკვებით, მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმითა და სხვა მრავალფეროვანი ფუნქციური სერვისებით. სატუმრო მოიცავს 27 კომფორტულ და გამორჩეული დიზაინის მქონე ნომერს: Deluxe Twin Room ორ პერსონაზე, Deluxe King Room ორ პერსონაზე (+1), Femily Suite ოთხ პერსონაზე (+1) და Superior Suite ლუქსი, ორ პერსონაზე. ყველა ნომერი უზრუნველყოფილია კომფორტისთვის საჭირო ინვენტარით.

აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ დაივიწყონ პრობლემები და დატკბნენ სასტუმრო საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანში“ არსებული ყველა მომსახურებით ოთხივე სეზონზე; განიმუხტონ და აივსონ დადებითი ემოციებით, ისარგებლონ ყველა სერვისით, რასაც სასტუმრო სთავაზობს დამსვენებელს: კინო დარბაზში აირჩიონ ნებისმიერი ფილმი; განიტვირთონ თურქულ ან ფინურ საუნაში; განმარტოვდნენ დახურულ შიდა ეზოსა და ტერასებზე; სასტუმრო საფირში არსებული საკომფერენციო დარბაზში კი დაგეგმონ საქმიანი ვიზიტები, შეხვედრები, სემინარები და თათბირები; რაც შეეხეება ბავშვებს, ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ოთახი, სადაც ყველაფერია მათი უსაფრთხო გართობისთვის.

სატუმროში ასევე ფუნქციონირებს Sapphire lounge-ი, სადაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დამსვენებლებს შეუძლიათ სასიამოვნო საღამოების გატარება ბარმენის მიერ შექმნილი უგემრიელესი კოქტეილებისა და დიჯეის მუსიკის ფონზე. ამ საოცარ გარემოში მათ მოემსახურებათ პროფესიონალი მიმტანები და დააგემოვნებენ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელეს კერძებს.

ოჯახები, შეყვარებული წყვილები, მეგობრები ან უბრალოდ სამთო კურორტების მოყვარული ადამიანები სასურველი მოგზაურობისთვის მუდამ ოპტიმალურ ვარიანტებს ეძებენ. ბაკურიანი სწორედ ის ადგილია სადაც მათ საშუალება ეძლევათ ისუნთქონ სუფთა ჰაერი, შეიგრძნონ ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედებ, მოწყდნენ ყოველდღიურ რუტინას, არამხოლოდ ზამთარში, არამედ გაზაფხულის დღეებშიც.

ეწვიე საფირს და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100