ჯობდა თელავის ცენტრში პირდაპირ გაეროზგა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე ხალხს და მსოფლიოს ის ენახა, რაც ნახა - მურთაზ ზოდელავა
გაერთიანებული ოპოზიცია თელავში ჩასვლას ისევ გეგმავს. ოპოზციის ლიდერები ამბობენ, რომ თელავის ცენტრში აქცია მაინც შედგება.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ამბობს, ის რაც დღეს მოხდა კახეთში, იყო იმაზე უარესი სანახავი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის გაროზგვა იქნებოდა.
"ყველამ ნახეთ აქ რაც ხდებოდა. ხელისუფლებამ აღმართა უამრავი ჯებირი ბოლო ჯებირი იყო "კამაზებით" გამაგრებული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ხალხსა და ივანიშვილს შორის. ის, რაც დღეს იხილა ცივილიზებულმა სამყარომ და ჩვეულებრივმა ადამიანებმა ამის ნახვას ნამდვილად ჯობდა თელავში საჯაროდ გაეროზგათ სალომე ზურაბიშვილი, უშუალოდ, პირადად ბიძინა ივანიშვილს. ეს შინაარსობრივად უკეთესი სანახაობა იქნებოდა, ვიდრე ის რაც იხილა მსოფლიომ.
თქვენ ნახეთ, რომ ხალხმა გამოარღვია 4 ჯებირი, იმის მიუხედავად, რომ იყო მობილიზებული საპოლიციო ძალების,. ივანიშვილის ჟანდარმერია, ხელმძღვანელობდა ამას საბანაძე და კუპატაძე. საბანაძე ისაა, რომლის მამაც არის ონში გამგებელი და რომლის მარჯვენა ხელმაც დაჭრა ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი არჩევნების დროს და ეს ის კუპატაძეა, რომლის ოჯახიც გადაჯაჭვულია პირდაპირ ადიკო ივანიშვილთან,"-ამბობს მურთაზ ზოდელავა.
ზოდელავა ამბობს, რომ ოპოზიცია მშვიდობიან აქციას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა.
მისი თქმით, ხალხის ძალას ვერაფერი გააჩერებს და ეს დღეს დაამტკიცა ხალხმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მხარდამჭერებმა ბარიკადებიდან გამოსაღწევად თითო სანტიმეტრზე იბრძოლეს.
დუმბაძის თქმით, დღეს ყველამ ნახა ხელისუფლების ნამდვილი სახე და ძალიან მალე საკადრის პასუხს მიიღებენ.
„ივანიშვილი არის კანონგარეშე, მან დაარღვია ყველა კანონი, კონსტიტუცია. არ გაგვიშვეს, თავისუფლება დაგვირღვიეს, ჩვენ არ დავთმობთ არცერთ ნაწილს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება,“-ამბობს დუმბაძე.
კომენტარი