ნიკა გვარამია სტეფანე მღებრიშვილზე: "ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი...ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოაო"
სატელევიზიო შოუ „ნიჭიერმა” ტელეკომპანია „იმედში” გადაინაცვლა. დღეს ცნობილი გახდა გადაცემის ჟიურის წვრების შემადგენლობაც. შოუში მონაწილე კონკურსანტებს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი შეაფასებენ.
სტეფანე მღებრიშვილის ტელეიმედის სატელევიზიო შოუში გადასვლაზე სოციალურ ქსელში პროდიუსერ დავით იმედაშვილის პოსტზე კომენტარი გააკეთა რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ
"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი ... „ ... „Manana Doi Sofia Nizharadze Giorgi Gabunia ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ***. აჰა, დატკბით" ........“სადაც დაუძახებენ ყველგან და ყველასთან პროსტიტუტები მიდიან“- წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.
"ნიჭიერი" იმედის ეთერში 23 ოქტომბერს 22:00 საათზე გავა.
კომენტარი