მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ევროპარლამენტარ სარიუშ ვოლსკისა და იულია ტიმოშენკოს ხვდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის ქალაქ ფშემისლში იმყოფება. მასთან ერთად ახლა იმყოფება ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ადგილზე სოლიდარობის გამოსახატავად სპეციალურად ჩავიდა.
ევროდეპუტატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის მხარდაჭერა, რათა მას უკრაინაში მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება მიეცეს.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მას უკრაინაში საკუთარი უფლებების დაცვის შანსს მისცემენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად პოლონეთში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იულია ტიმოშენკოც მივიდა.
პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერის განცხადებით, ამ ვიზიტისა და მხარდაჭერის მთავარი მიზანი უკრაინის, კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის დაცვაა.
ის აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას იმიტომ, რომ უკრაინაში სამომავლოდ პოლიტიკური რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ აღმოიფხვრას.
კომენტარი