სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლების ძირითადითემები იყო საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა.რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ შემდეგ საკითხებს: მედიისწარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლებისჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისოგამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსისგამოყენება.

ტრენინგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისოფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელეს. ტრენინგებს უძღვებოდნენ IFES-ის ექსპერტი, ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სამდღიანი სწავლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. ტრენინგში კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის 75-მა რეგინული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ და რადიო) წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100