სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წალენჯიხაში „მორიგე ჯგუფმა“ ორი მგელი მოკლა

წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში მგლების შემოსევა გრძელდება. მტაცებლები დასახლებულ პუნქტებში შეჭრასაც არ ერიდებიან და შინაურ ცხოველებს ბოსლებსა და გომურებშიც ესხმიან თავს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით შექმნილი, სანადირო თოფებით შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა გუშინ, ღამის საათებში ორი მგელი მოკლეს. გარეული ცხოველები ტყიდან საკმაოდ მოშორებით, სოფლის განაპირას იმყოფებოდნენ და მონადირეებმა მას შემდეგ ესროლეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თხა დაგლიჯა. მგლების შემოსევისგან წალენჯიხის სოფლების მოსახლეობამ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში 30-ზე მეტი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი დაკარგა. მგლები ყველაზე ხშირად თხებს ესხმიან თავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100