მაქსიმ ღვინჯია: გაეროში ვანუატუს ელჩი საქმის კურსში არ არის...
ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი დოკუმენტალურადაა დასტურებული - დოკუმენტების ქვეშ ორი ქვეყნის პრემიერების ხელმოწერებია. აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია. ეს კომენტარი ღვინჯიამ გაეროში ვანუატუს ელჩის დონალდ კალპოკასის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც მისი ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ორმა ქვეყანამ 23 მაისს ხელი მოაწერა განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობებისა და უვიზო რეჟიმის დამყარების შესახებ. დოკუმენტებს ხელი პრემიერ-მინისტრების დონეზე მოეწერა. აფხაზური მხრიდან სერგეი შამბას მიერ, ხოლო ვანუატუს მხრიდან ვანუატუს პრემიერის მიერ", _ განაცხადა ღვინჯიამ და ივარაუდა, რომ ვანუატუს ელჩი გაეროში ალბათ სიტუაციის საქმის კურსში არ არის.
კომენტარი