სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ტრაგედია, 300-მდე დაღუპული - უკრაინამ ტერორისტების საუბარი დააფიქსირა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეძლო დაეფიქსირებინა ტერორისტების საუბარი, როდესაცბეზლერი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკ გერმანინს "ბოევიკების" მიერ სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ატყობინებს. ამის შესახებინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში დღეს საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

"ესპრესო.ტვ"-სთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ამდენად, ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100