სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ქალწულები: „პირველად“ პუტინთან, ანუ პოლიტიკურ-სექსუალური რეკლამა (ვიდეო)

ვლადიმირ პუტინის მშობლიური ქალაქის „პიტერ. ტვ“-ზე მოქმედი პრემიერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ვიდეორგოლი ტრიალებს, რომელიც უკვე მოექცა რუსული ინტერნეტსივრცის საყოველთაო ყურადღების ცენტრში:

სარეკლამო რგოლი ექიმთან მისული ქალიშვილის საუბრით იწყება. ის შეშინებულია იმით, რაც „პირველად უწევს“ და სურს, რომ „იმას“ სიყვარული ედოს საფუძვლად. ექიმი გოგონას არიგებს, რომ არ უნდა ეშინოდეს და ამატებს: „მთავარია, ყველაფერს ნდობა განაპირობებდეს, ნდობა ხომ სიყვარულია. ამასთან, არჩევანი სწორი უნდა იყოს. თქვენი არჩევანი კი სწორია!“ - ამის შემდეგ ექიმი მიანიშნებს ჟურნალზე, რომლის გარეკანზეც ვლადიმირ პუტინის მომღიმარი სახეა აღბეჭდილი.

იგივე დატვირთვა აქვს ვიდეორგოლის მეორე ეპიზოდსაც, სადაც ბანქოზე მკითხავთან მისული გოგონები ცდილობენ ამოიცნონ, ვინ იქნება მათი „პირველი“. „ბანქო ყველაფერს გვეტყვის“, - ამბობს მკითხავი და ერთ-ერთ ქაღალდს აბრუნებს, რომელზეც გვირგვინოსან-შარავანდედიანი პუტინია გამოსახული. „ეს ვინ არის?“, - მორცხვად და შეშფოთებით კითხულობს გოგონა. „ის გაგაბედნიერებს“, - პასუხობს მკითხავი, - „როგორც ქვის კედელი, ისე აღიმართება შენს წინ..“

ვიდეორგოლი მომღიმარი პუტინის გამოსახულებითა და წარწერით: „პუტინი. პირველად - მხოლოდ სიყვარულით“ მთავრდება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100