სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეაბილიტაციის საკითხი, დღემდე მოუგვარებელია - ლომჯარიას ანგარიშში სააკაშვილის საქმეც მოხვდა

სახალხო დამცველის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის საქმეც მოხვდა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის პროცესში და მას შემდეგაც, დაირღვა მესამე პრეზიდენტის უფლებები.

მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის საქმესაც. ჩვენი დაკვირვებით, დარღვევი არა ერთი მიმართულებით გამოვლინდა. პირველ რიგში ეს ეხებოდა შიმშილობის მართვას. არა ერთი ისეთი განცხადება კეთდებოდა მისი შიმშილობის დროს, რომელიც პატიმრის შიმშილობის დამძიმებას იწვევდა. ნომერ მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანა ისე მოხდა, რომ არ მომხდარა შესაბამისი რისკების გათვალისწინება. ასევე, მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, სააკაშვილის ფსიქო-თერაპიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი, სამწუხაროდ დღემდე მოუგვარებელი რჩება.
სახალხო დამცველის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესახლების ვიდეო-კადრების შეურაცმყოფელი კადრების გავრცელებით, დაირღვა პატიმრის უფლება“. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100