მაშველებმა რიკოთის უღელტეხილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამჟამად დაკარგულად კიდევ ერთი ადამიანი ითვლება.
რიკოთის უღელტეხილზე მთიდან წყლის ჩამოდინება გრძელდება, რაც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ რიკოთის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა რესტორანი "რიკოთი" წაიღო. შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათგან ოთხის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სურამი, ხაშური და ჩუმალეთი დატბორეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დახოციელია შინაური ფრინველი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები.
რიკოთის უღელტეხილზე ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ გახსნილია.
კომენტარი