სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მტკვრის მარცხენა სანაპიროს წყლით მომარაგება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღუდგება

თბილისის წყალმომარაგებაში პრობლემებია. უკვე მეორე დრეა უწყლოდაა დარჩენილი გლდანი, ნაძალადევი, თემქა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდინარეობს და წყლის მიწოდება თბილისის უახლოეს საათებში აღუდგება.
ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა სათავე ნაგეგბობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებით გაჩერება გამოიწვია. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო ადიდებულმა მდ. გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო.

ამ დროისათვის, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ: გლდანის "ა", I, II, IV მ/რორაიონებს; თემქის IV და XI მ/რაიონებს, IV, IX, X, Xა კვარტლებს; სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს; მუხიანს; გურამიშვილის გამზირს, ლოტკინის მთას, კუკიისა და ლოტკინის ქვედა დასახლებას, ნაძალადევს, სვანეთის უბანს; ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს; ელიასა და ავლაბრის ნაწილს, მეტრომშენს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100