სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ბიწაძე დმანისთან იმალება?

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს "პირWელმა" ბადრი ბიწაძესთან დაკავშირება შეძლო. ნინო ბურჯანაძის მეუღლე ამტკიცებდა, რომ თავადაც არ იცოდა, სად იყო და ადგილსამყოფელს სწორედ იმ წუთებში არკვევდა. ტელეფონის გათიშვიდან დაახლოებით ნახევარ წუთში "პირWელის" კორპორატიულ მობილურ ტელეფონზე ნომრიდან 836 122626 მოკლე ზარი შემოვიდა. ზარის ავტორმა მხოლოდ ჟურნალისტის საპასუხო "ალო" მოისმინა და საუბარი გაწყვიტა.

"პირWელმა" აღნიშნულ ნომერზე თავად გადარეკა. ზარს ქალბატონმა უპასუხა, რომელმაც ქართულად საუბარი ვერ შეძლო და მეორე ქალბატონს უხმო. ამ უკანასკნელმაც ჟურნალისტს რუსულად სთხოვა საუბარი, თუმცა როგორც კი მათი ვინაობით დავინტერესდით, ტელეფონი გათიშა და მომდევნო ზარებს აღარ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქალბატონი დმანისელი, ადგილობრივი თათრებისთვის დამახასიათებელი აქცენტით საუბრობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

უკანასკნელ დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურამ ბადრი ბიწაძე ბრალდებულად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებები "სახალხო კრებასთან" შექმნილი ნახევრადგასამხედროებული ჯგუფის ამჟამად დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავას ჯგუფის წევრთა ჩვენებებს, ვიდეო/აუდიომასალას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს ემყარება.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე იშუამდგომლებს.

ერთ–ერთი ვერსიით, ბადრი ბიწაძე ქართველმა სამართალდამცველებმა არაოფიციალურად 26 მაისს დააკავეს და მოგვიანებით დმანისთან დატოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100