ირაკლი კაკაბაძემ თეთრი სახლის წინ აქცია გამართა
ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ კავკასიური სოლიდარობის ჯგუფმა აქცია გამართა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და დაგმეს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა.
აქციაზე წარმოდგენილი იყო დემონსტრაცის დარბევის ამსახველი ფოტომასალა. რამდენიმე ათეული ამერიკელი ახალგაზრდა აქციას შეუერთდა.
"ის რაც თბილისში მოხდა, არის ბარბაროსობა და დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა. საქართველო დგას სრული ტირანიის დამყარების საფრთხის წინაშე და ყველა მოქალაქემ ამის წინააღმდეგ უნდა გამოთქვას პროტესტი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამერიკის მთავრობამ შეწყვიტოს სააკაშვილის რეჟიმის დახმარება. ამერიკელი გადამხდელების ფული უნდა მოხმარდეს ქართველ ხალხს და ქვეყანაში დემოკრატიას და არა ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. ამასთანავე, პროტესტი ტირანიის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს, ეხლა გაჩუმების დრო არ არის", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" საუბარში ირაკლი კაკაბაძემ.
კომენტარი