სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი განმარტავს, რატომ არ გადაიდო აღლუმი

მიხეილ სააკაშვილი განმატავს, რის გამოც ხელისუფლებამ 26 მაისის აღლუმის გადადებაზე უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ მიზეზებს განმატავს, რის გამოც ხელისუფლებამ 26 მაისის აღლუმის გადადებაზე უარი თქვა.

„პირველი მიზეზი ისაა, რომ საქართველო გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა, როგორც სახელმწიფო. მეორე - 2009 წელს, როცა მანიფესტაციების გამო აღლუმის გადადების გადაწყვეტილება მივიღეთ, მართლაც დიდი ოპოზიციური სპექტრის საპროტესტო აქციებს ჰქონდა ადგლი, ახლა კი პირდაპირ ვთქვათ, ეს იყო ხალხის პატარა ჯგუფი, რომელსაც მოსკოვი აფინანსებს და მართავს და რომელიც მკვეთრად ასრულებს „ეფ-ეს-ბეს" დაკვეთას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „Интер" -თან საუბრისას.

ამასთან, ქვეყნის პირველი პირის აზრით, „ეს ჯგუფი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ხელისუფლების პროვოცირება მოეხდინა", თუმცა საქართველოს მთავრობას და პირადად მას ვერ მოერევიან, რადგან მოსახლეობის „სოლიდური" მხარდაჭერა აქვთ.

„მინდა გითხრსათ, რომ IRI-ის გამოკითხვებით, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აწარმოებს, მარტო პირადად მე მოსახლეობის 78 % მიჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლი ცვალებადია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვა ძალიან სოლიდური მხარდაჭერა. ყველაზე მეტად რაც მიხარია ის არის, რომ თუკი ადრე პოლიციას 5 % ენდობოდა, ახლა ნდობის მაჩვენებელი 87 %-ია. ეს თითქმის იგივეა, რაც ეკლესიისადმი ნდობა. 85 % ენდობა ჯარს და ბუნებრივია, სამხედრო აღლუმზე უნდა გამოსულიყვნენ ჯარისკაცები. ეს უნდა ენახა ათასობით ადამიანებს და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ჯგუფს ის არ უნდა ჩაეშალა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჯი-ეიჩ-ენი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100