სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძეს მთვრალი მომიტინგეები აწუხებენ

როგორც ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციიდან „დრონი.ჯი“–ს კორესპონდენტი, ანო თორელი იტყობინება, მან ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ბათიაშვილს შორის გამართული პირადი დიალოგი მოისმინა. ბურჯანაძე ბათიაშვილს უყვებოდა, რომ დღეს საკუთარი დაცვის წევრებს შენიშვნები მისცა და მკაცრად გააფრთხილა, რადგან ისინი მთვრალი მომიტინგეებისგან ვერ იცავენ:

„ვიცი, რომ სპეცრაზმისგან ვერ დამიცავენ, მაგრამ ვუთხარი, ამ მთვრალებისგან და მოსიყვარულე ქალებისგან მაინც დამიცავით–მეთქი... ხელს კი არ გაანძრევენ – გუშინ ჯერ ერთი მთვრალი მომვარდა და მკლავი მომაგლიჯა, დღეს ერთი ქალი კიდევ მოვიდა და ერთ საათს მკოცნიდა... აღარ შემიძლია, რა...“ – უთხრა ბურჯანაძემ ბათიაშვილს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100