სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვყიდი ბინას - იუმორისტულ ლექსად დაწერილი განცხადება

იყიდება ცოლის ბინა, თუ ვინმეს გაქვთ ბევრი ფული.
ბინა არის ჩინებული, ზალა - გაბზიალებული.
სიმაურის დროინდელი, როცა იყო შეძლებული,
რემონტია იმნაერი, გემოვნებით შერჩეული.
ჯაკუზები, მაკუზები, გინდა შავი, თუგინდ თეთრი
რაც არ უნდა დამიმატოთ, არ მოყვება თან სიდედრი.
მანქანების სადგომისთვის ადგილია ბევრი ცალი,
ჩვენც კი გვყავდა 2 ჯიპი, მარა გვქონდა ბევრი ვალი.
ადგილი გადასარევი, ნახალოვკის მდელოები.
მეტროც მიდის, მარშუტკაც და გადამფრენი წეროებიც.
ფასზე თავიდან გავჯიუტდები, ვერ დავაკლებ-თქო დაგიწყებ თხრობას,
მარა ცოტას თუ შენც მომაწვები, 100 000-ად დაგითმობ ოდას.
ეს ფასი არა-რეალურია, ას50-ს ვაფასებთ მართლა..
მაგრამ რიტმაში ეგრე ჯდებოდა, ვერ მოვიფიქრე სხვა სიტყვა, რა ვქნა.
მაკლერებო გთხოვთ, ნუ დამირეკავთ, მაინც არ მოგცემთ 5-5 ათასს.
მაგდენს რო ვიმე მე მთავაზობდეს, ავიკიდებდი ახლავე ნაბადს.
ეგ მეც კი ვიცი, ასე სტატუსით, რომ არ ხერხდება საქმის კეთება
მაგრამ ტყუილად ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100