მამა გაბრიელის საფლავის გახსნა 22 თებერვალს იგეგმება
მამა გაბრიელის საფლავს,
სავარაუდოდ, შაბათს,
22 თებერვალს გახსნიან,
- ამის შესახებ
გუშინ, სამების
საკათედრო ტაძარში
მეუფე იაკობმა
განაცხადა. მისი
თქმით, საფლავის
გახსნა დაგეგმილია
მიმდინარე კვირის
ბოლოს, სავარაუდოდ
კი - შაბათს.
მეუფე იაკობის
განცხადებით, ყველა
იმ ადამიანს,
ვისაც უნდა
მიახლოება მამა
გაბრიელის წმინდა
ნაწილებთან, შეეძლება
მივიდეს და
მიიღოს ლოცვა-კურთხევა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ სახელმწიფო დაეხმარება მათ და იმის გამო, რომ მომლოცველებს ხელი არ შეეშალოთ, გარკვეული ტერიტორია გადაკეტილი იქნება და მომლოცველებს ფეხით მისვლა მოუწევთ.
"ვისაც
უნდა კურთხევის მიღება, ალბათ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა ფეხითაც გავიაროთ. თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ, ამიტომ ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია. პირდაპირ არ ჩანს ხოლმე ვინ ვინ არის", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით დანარჩენი დეტალები ცნობილი პატრიარქის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება. უწმინდესი რეგიონიდან დედაქალაქში სამშაბათს დაბრუნდება.
კომენტარი