სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის არ უნდა შეეშინდეთ ქალებს ასაკის?

ოკო შანელი ამბობდა : "თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რასაც იმსახურებს". ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების გაჩენა, ჭარბი წონა და ცელულიტი ქალს შიშს უჩენს და ენანება ის სილამაზე, რომელმაც წლების წინ მრავალ თაყვანისმცემელს თავი დააკარგვინა.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ კლიმაქსური პერიოდი (45-65წელი) ქალის ცხოვრებაში არ უნდა გაიგივდეს სიბერესთან. ქალმა სქესობრივი ცხოვრება, ისევ აუცილებლად უნდა გააგრძელოს, ვინაიდან ის დადებითად მოქმედებს ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე და ხელს უწყობს საერთო ტონუსის შენარჩუნებას.

ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს ქალი მიმზიდველი და სასურველი თუ დაძლევს კომპლექსებს, ყურადღებას მიაქცევს სხეულის მოვლას, აკონტროლებს წონას, გაიღიმებს და არ დაივიწყებს აქტიურობას.

ივ სენ ლორანი ამბობდა;"ახალგაზრდა ქმნილებები ჩემს ინტერესს არ იწვევენ, მათ არ სჭირდებათ მორთვა, მოკაზმვა...ჩემი ინტერესის არეალში ის ქალბატონებია, რომელნიც ნელ-ნელა ბერდებიან და თავდაჯერებულობას კარგავენ, საქმე ისაა, რომ ქალებს გარდსახვის დიდი უნარი აქვთ, რაც ასე აინტრიგებს მამაკაცებს. ნეტავ რა იმალება იმ ნიღბის მიღმა?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100