ლეონელ მესის რეკორდების მოხსნის კარგი შანსი აქვს
ლეონელ მესიმ სანტანდერის „რასინგთან" შესრულებული დუბლით წლევანდელ სეზონში გატანილი 50 გოლი დააგროვა. არგენტინელს ძალიან კარგი შანსი აქვს, უახლოეს მომავალში ერთდროულად ორი რეკორდი გააუმჯობესოს. მესის აქვს შესაძლებლობა გააუმჯობესოს თავისი შარშანდელი სეზონის შედეგი, როდესაც მან, ყველა ტურნირში, 53 გოლის გატანა შეძლო.
ლიონელს ასევე აქვს შანსი გახდეს "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. სესარ როდრიგესმა 1939-1955 წლებში 235 გოლი გაიტანა, ხოლო მესის ექვსი გოლი აკლია რეკორდის გაუმჯობესებამდე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა კომენტარი გააკეთა.
"მესი არავის არ ჰგავს. მის გვერდით თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ასეთი ფეხბურთელი გუნდს მატებს თავდაჯერებულობას, რომლის გარეშეც ტიტულის მოგება წარმოუდგენელია. ლეო მოკრძალებული ფეხბურთელია, რომელიც მუდამ შრომობს და უყვარს ფეხბურთი. ის იმსახურებს ყველაფერს, რაც მოიპოვა", - განაცხადა ფაბრეგასმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "რასინგი" 2:0 დაამარცხა, ხოლო მესის 25 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარი