სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი შერმადინი „ბარსელონასთან“ მატჩში საუკეთესო საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი შერმადინმა ევროლიგის მორიგი ტურის მატჩში ყველაზე მეტი ითამაშა (32:11 წუთი), ყველაზე მეტი ჩააგდო (14 ქულა), ყველაზე მეტი მოხსნა (8), ყველაზე მეტჯერ მასზე დაჯარიმდნენ (8-ჯერ) და რაც მთავარია მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (19)... თან ვისთან? - "ბარსელონასთან".

სტატისტიკის გარდა რა სჭირდება კალათბურთელს მატჩის გმირობისთვის? გადამწყვეტ მომენტში თავის გამოდება და გამარჯვება. 22 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ბოლო წამებზე ხუან კარლოს ნავაროს სნაიპერობაში გაეჯიბრა: სირენამდე 42 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა და "კანტუ" წინ გაიყვანა - 62:61.

საპასუხო შეტევაში მაძარინომ წესების დარღვევით შეაჩერა ნავარო, რომელმაც აუღელვებლად ჩააგდო ორივე საჯარიმო და გიორგის მატჩის გმირობა ჩამოართვა. აკი ვთქვით, გმირობისთვის გამარჯვებაც საჭიროაო. "კანტუმ" მინიმალური სხვაობით, 62:63 წააგო.

დამაჯერებლად ითამაშა მეორე ქართველმა კანტუელმა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც 25 წუთში ორი სამქულიანი გამოიყენა (4-დან) და 6 ქულას 6 მოხსნა მიამატა.

სწორედ მანუს დამსახურებაა კატალონიელთა ამერიკელმა ფორვარდმა პიტ მაიკლმა მხოლოდ 6 ქულა რომ ჩააგდო.

მატჩის ვიცე სნაიპერი ნავარო გახდა - 13 ქულას მოუყარა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100